ჯანდაცვა

გერმანული დიეტა უნიკალური შედეგით და 18 კგ-ის დაკლების გარანტიით

გერმანული დიეტის საშუალო შედეგი – 7 კვირაში 18 კილოგრამამდე დაკლებაა. ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. თანაც, ეს სწორედ დიეტაა და არა კვების სისტემა. აღსანიშნავია, რომ დიეტა შედარებით არათანაბარზომიერია მთელი 7 კვირის განმავლობაში – და დამატებით, ყველა კვირასთან ერთად კვირის საერთო კალორიულობა კლებულობს – ბოლო, მეშვიდე კვირაში ყველაზე დაბალია გამოყენებული კალორიების რაოდენობა. აკრძალული პროდუქტები ყოველკვირეულად სულ უფრო და უფრო იმატებს რაოდენობაში.

აღსანიშნავია, რომ სისტემის ყველა ინგრედიენტი აუცილებლად ახალი უნდა იყოს. გერმანული დიეტის განმავლობაში შეიძლება უსაზღვროდ დალიოთ წყალი (არაგაზირებული და არამინერალიზებული – ის არ ამძაფრებს შიმშილის განცდას). ალკოჰოლი ნებისმიერი სახით გამორიცხულია.

გერმანული დიეტის მენიუ 7 კვირის განმავლობაში

პირველი კვირა:

ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი (არაფერი წყლის გარდა) – 5 ლიტრამდე; პირველი კვირის დანარჩენი დღეები – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეორე კვირა:

ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიეთ; სამშაბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი (მეტი არაფერი); მეორე კვირის დანარჩენ დღეებში – თქვენთვის ჩვეულებრივი კვების რეჟიმი.

მესამე კვირა:

ორშაბათს მხოლოდ წყალი დალიე; სამშაბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს – ორ კილოგრამამდე ვაშლი (და მეტი არაფერი); მესამე კვირის დანარჩენ დღეებში – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეოთხე კვირა:

ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს – ორ კილოგრამამდე ტკბილი ან მჟავე ვაშლი; ოთხშაბათს შეიძლება დალიოთ მხოლოდ ახალგამოწურული (არაკონსერვირებული) ნებისმიერი (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; მეოთხე კვირის დანარჩენ დღეებში – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეხუთე კვირა:

ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს – ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათ-კვირას – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეექვსე კვირა:

ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს – ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათს – ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული). კვირას – თქვენთვის ჩვეული კვების რეჟიმი.

მეშვიდე კვირა:

ორშაბათს დალიეთ მხოლოდ წყალი; სამშაბათს – ორ კილოგრამამდე ფორთოხალი ან გრეიპფრუტი; ოთხშაბათს – ორ კილოგრამამდე ნებისმიერი ვაშლი; ხუთშაბათს დალიეთ ახალგამოწურული (ბანანის გარდა) ხილის ან ბოსტნეულის წვენი; პარასკევს დალიეთ მხოლოდ ერთპროცენტიანი უცხიმო (დანამატების გარეშე) კეფირი; შაბათს – ერთ კილოგრამამდე ორთქლზე დამზადებული ანანასი ან ყაბაყი (არაკონსერვირებული); კვირას – დალიეთ მხოლოდ წყალი, 5 ლიტრამდე.

ღირსებები:

გერმანული დიეტის პლუსი ის არის, ეფექტურად ხდებით. დიეტის შემდეგ წონას არ კრეფთ – მიღწეულ შედეგს დიდხანს ინარჩუნებთ.

ნაკლოვანებები:

მინუსი მისი ხანგრძლივობაა – მაგალითად, მივლინების ან შვებულების დროს მისი დაცვა ძნელია. დიეტა საკმაოდ მკაცრიც არის, რის გამოც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

იტვირთბა....