რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, 6 ბავშვი.
ადგილობრივის თქმით, მეწყერში ამერიკის რამდენიმე მოქალაქე მოყვა.
„ჯერ მხოლოდ რეკავენ – სახანძრომ, პოლიციამ დამირეკა. მე ამერიკის საელჩოში დავრეკე, რადგან 3 თუ 4 ამერიკის მოქალაქეა. [სამაშველო] მოდის, ერთადერთი ინფორმაცია, საათნახევარი გავიდა უფრო მეტი თუ არა”, – აღნიშნა მან “მთავართან” ინტერვიუში.
მათ დასახმარებლად მაშველები უკვე გაემართნენ შსს-ს 2 ვერტმფრენით.