ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შოვში, მეწყერში მოყოლილთა დასახმარებლად, მაშველები შსს-ს 2 ვერტმფრენით მიემართებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, 6 ბავშვი.

მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა.იქ მყოფილი ხალხი ვერტმფრენის დახმარებას ითხოვდა.

იტვირთბა....