რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, 6 ბავშვი.
მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა.
ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებიან ბავშვებიცა და მოხუცებიც. ისინი დახმარებას ითხოვენ.
„თუ დროზე არ მოვა ვერტმფრენი, ყველანი ჩავიხრჩობით“ – აღნიშნა მან.
ინტერვიუს წყარო: „მთავარი არხი“