ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, ამ ეტაპზე წინ ვეღარ გადავადგილდებით” – გუბერნატორის მოადგილე რაჭაში მომხდარ სტიქიაზე

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძე განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.მისი თქმით, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.

„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ქრისტინე კობახიძემ.

იტვირთბა....