რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, 6 ბავშვი.
მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა.
სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა.
წყარო: „საქართველოს ამბები“
ინფორმაცია განახლდება.