მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლიც დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, Ford-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი Opel Corsa-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.