ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს საქართველოში ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ გაბედავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი, ქალბატონების ჩამოყვანით – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავლების საკითხს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, პრემიერის ქონება მის დეკლარაციაში სრულადაა ასახული და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„პრემიერის შემოსავალს რაც შეეხება, ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში. ერთ რამეს გეტყვით: დღეს საქართველოში, ვერცერთი მაღალჩინოსანი, თუნდაც პრემიერ-მინისტრი იყოს, ვერ გაბედავს, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს საყვარლები, საკუთარი თავის მასაჟი ქალბატონების ჩამოყვანით. ბევრი მაღალჩინოსანი ვიცი, რომელთაც ძალიან ნიჭიერი და წარმატებული შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს ვერ იქნება საბაბი იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფული აიღოს ვინმემ და თავისი შვილის სწავლა დააფინანსოს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი ძვირადღირებულ კაბას, ყელსაბამსა და საათს ატარებს.
გაჩნდა კითხვა: საიდან აქვს ღარიბაშვილს ამ ნივთების შეძენის შესაძლებლობა მაშინ, როცა მათი ღირებულება პრემიერის ოფიციალურ ხელფასს აღემატება.

იტვირთბა....