“ევროპელი სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია ბათუმში , რუსული საკრუიზო ლაინერისა და ტურისტების შემოსვლის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
„მართლაც უხერხულია 150 კაცის გამოსვლა გაასაღო და მთელი ხალხის, მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს 150- მა დაქირავებულმა,”- განაცხადა ინჯიამ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 23-მდე აქტივისტი.
Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.