დაკავებულის სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები ამოიღეს.
ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა. ვასილ ჯამალაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს კუდ-ის თანამშრომელი იყო.
მისი შექმნილია ის ვირუსული პროგრამა, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერში შეღწევა, ინფორმაციის მიღება და სატელეფონო საუბრების ჩაწერა.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ჯამალაშვილის შექმნილი ვირუსის საშუალებით შეძლო წინა ხელისუფლებამ იმდროინდელი ოპოზიციონერების სატელეფონო საუბრების ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა.