ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატარა მანჯგალაძემ, ბათუმში რუსული ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით, პარალელი გაავლო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და კრემლის პროპაგანდისტის, მარია ზახაროვას კომენტარებს შორის.

მანჯგალაძის თქმით, კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა.

„ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ “ქართულ ოცნებას” სასაუბრო “მესიჯბოქსებს”. შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და “ხალხის ძალის” ნარატივებისა და “მესიჯების” დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ “მესიჯბოქსს”, ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, ზახაროვას თქვა, რომ ბათუმის აქციას საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა და ის რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული იყო.

ამის მსგავსი იყო ირაკლი კობახიძის რიტორიკაც.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 23-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....