ღამით ოკუპანტებმა კიევი დრონებით დაბომბეს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით 8 შაჰიდის დრონი გაუშვეს.
„თითქმის ნახევარი ათეული საჰაერო სამიზნე იქნა აღმოჩენილი და განადგურებული საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ კიევის მახლობლად“, – ვკითხულობთ უკრაინელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.