ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სადაც ღარიბაშვილი ჩავა, ის ქვეყანა ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადო, არის აბსურდი“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის საქართველოს პრემიერ-მონისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო პოლიტიკას ეხება.

„სადაც ღარიბაშვილი ჩავა, ის ქვეყანა ლამის მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადო, არის აბსურდი. ახლა ყაზახეთია რიგში.
სხვათაშორის, ბათუმის პორტი, კავშირგაბმულობა (“სილკნეტი” ) და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ობიექტი ყაზახებს წინა ხელისუფლებამ მიჰყიდა და სწორედ მაშინ მოხდა ამ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავება (პრეზიდენტი ნაზარბაევიც იყო საქართველოში).
მეორე სუნთქვა გაეხსნა ყაზახეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ტრასას, რომელიც თავის მხრივ, ე. წ. “აბრეშუმის გზის” ნაწილია და ახლა ესენიც “პრორუსულ” პროექტად წარმოაჩინო, მაშინ როცა სინამდვილეში რუსულის ალტერნატივაა, არის სისულელე.
პოლიტიკოსებიც ხომ ტელეკომენტატორებად იქცნენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად ქმნიდნენ პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....