ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში ადამიანის უფლებათა სისტემა შეიძლება მყარია, მაგრამ მას ბოროტმოქმედები მართავენ – ხვიჩია ევროკავშირის ანგარიშზე

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის 2022 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

ხვიჩიას თქმით, საქართველოში შესაძლოა არსებობს ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა, მაგრამ ის ბოროტმოქმედების ხელშია.

„რაც არ უნდა ანგარიშში ჩაწერო, ზუსტად ვიცოდი, რომ ადამიანის უფლებების დაცვას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ვერ შეძლებ. ანუ, ისეთია, როგორიც შეეფერება იმ ქვეყნის სასამართლოს, სადაც მოსამართლეები დასანქცირებული არიან მთავარი პარტნიორის მიერ. თუ სისტემა მყარია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს სისტემა ბოროტმოქმედების ხელშია ჩავარდნილი. ბოროტმოქმედია სასამართლო, რომელიც სააკაშვილის პერიოდიდან დაწყებული ემსახურებოდა არა ხალხის ინტერესების დაცვას, არამედ ხალხისგან პოლიტიკური ხელისუფლების დაცვას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკავშირის ზემოაღნიშნულ ანგარიშს გაეცანით აქ.

იტვირთბა....