ჯანდაცვა

ცნობილი ქართველი ბალერინას სუპერ დიეტა, რომელმაც თვეში 22 კგ დაიკლო!

პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე იხსენებს იმ პერიოდს, როცა ორსულობის შემდეგ მიზნად დაისახა ერთ თვეში დაბრუნებულიყო სცენაზე. პრიმა-ბალერინა აცხადებს, რომ ეს სახიფათოა ჯანრთელობისთვის, თუმცა მან მიზნის მიღწევა შეძლო.

ირმა ნიორაძე : “ორსულობის შემდეგ 22 კილო მოვიმატე. ერთ თვეში დავიკელი ზედმეტი წონა. ასეთი დიეტა შევიმუშავე-თითქმის არაფერს ვჭამდი და ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. დღეს იმავეს არ გავაკეთებდი, რადგან ალბათ ჩემს თავს მაინც ვავნე იმ მომენტში: საუზმედ მხოლოდ ხაჭოს მივირთმევდი, მთელი დღის განმავლობაში კი მხოლოდ წყალს ვსვამდი. ეს რაციონი მქონდა ერთი თვე. ამავდროულად რეპეტიციებზე დავდიოდი, დილით და ძილის წინ კი დავრბოდი 20 წუთი. დღესაც სულ შიმშილის გრძნობით დავდივარ.”-ამბობს ბალერინა ირმა ნიორაძე.

“დღის შოუ”

იტვირთბა....