ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩინეთთან კავშირი იმიტომ დაჩქარდა, რომ რუსეთი, ჩინეთის გავლით, კვლავ შემოძვრეს ანაკლიის პორტის პროექტში – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ბევრ საკითხზე, მათ შორის, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, ჩინეთთან კავშირი იმიტომ დაჩქარდა, რომ რუსეთი, ჩინეთის გავლით, კვლავ შემოძვრეს ანაკლიის პორტის პროექტში.

„ჩინეთთან მიმართებაში პროცესები იმიტომ დაჩქარდა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ჩინეთის გავლით კვლავ შემოძვრეს პროექტში. რატომ უნდა რუსეთს შემოძრომა? იმიტომ, რომ ნოვოროსიისკის პორტი ფაქტობრივად დაიხურება და ჩიხური პორტი ხდება, მას ტვირთბრუნვაზე აქვს სანქციები დადებული. ანაკლია, ფოთი და ბათუმი ხდება აზიის მიმართულებით მიწოდების ალტერნატიულიო წყარო და პირიქით ევროპის მიმართულებითაც. თუ ამას რუსული კომპანია ჩინურ საფარქვეშ გააკონტროლებს, ასეთ შემთხვევაში შეეცდებიან, რომ გაწელონ პროექტის რეალიზება, რომ იქნებ აიძულონ დასავლეთი, რომ ნოვოროსიისკის პორტი გახსნან, ესაა მთელი შინაარსი“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საუბარია ჩინურ ინვესტიციაზე.

გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში ვერცერთი დასავლური ინვესტიცია ვერ მოიზიდა და პროექტი ჩააგდო.

მას ხაზარაძემ გუშინვე უპასუხა და თქვა, რომ დასავლელი ინვესტორები „ქართულმა ოცნებამ“ გაძარცვა.

იტვირთბა....