ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რომან მროჩკომ მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს. ბომბმა ერთი ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთი ექთანი კი დაიჭრა.
„დარტყმა ჯანდაცვის ერთ-ერთ დაწესებულებაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა და ექთანი დაშავდა, რომლის სიცოცხლისთვის ახლა ჩვენი ექიმები იბრძვიან“, – აღნიშნა მროჩკომ.