ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა

„ვაშინგტონ პოსტი“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა უნგრეთს უვიზო რეჟიმის წესები გაუმკაცრა.

გამოცემის თანახმად, შტატებში შიშობენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები თაღლითური გზით მოპოვებულ უნგრულ პასპორტებს აშშ-ში შესასვლელად იყენებენ.

„ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის უმოქმედობაზე საპასუხოდ“, – განაცხადა უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშით, დაახლოებით 700-მა არაუნგრელმა თაღლითური გზით მოიპოვა უნგრეთის პასპორტი და მათგან, სულ მცირე, 65-მა ისარგებლა აშშ-ის უვიზო რეჟიმით.

იტვირთბა....