ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამმა გემმა, მათ შორის თურქულ-ქართულმა, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია – Forbes

Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 ივლისს სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია და დუნაის დელტაში მდებარე უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ პორტში შევიდა. პორტში ისრაელის, საბერძნეთის და თურქულ-ქართული რეგისტრაციის მქონე გემები შევიდნენ.

Forbes-ის ვარაუდით, გემები მარცვლეულს ჩატვირთავენ იზმაილში, უკრაინის პატარა პორტში, შემდეგ კი ისევ შავი ზღვის გავლით და უცხოეთის პორტებისკენ გაემართებიან.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თქმით, „ცნობები იმის შესახებ, რომ სამმა სამოქალაქო გემმა უკრაინამდე შეუფერხებლად მიაღწია, შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ დროისთვის რუსეთს გემების ჩხრეკა არ სურს ან არ შეუძლია“.

იტვირთბა....