ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟის მცდელობა” – თინა ხიდაშელი ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

„მეტრონომი“ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ პოლიტიკოსს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს ესაუბრა.

ხიდაშელის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქამდეც არსებობდა და ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი ცუდი, რაც ამ ნაწილს ეხება არის ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველომ ჩინეთთან საკრედიტო ურთიერთობებზე ვალდებულება აიღო.

რაც შეეხება პოლიტიკურსა და საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზისს, ამ შემთხვევაში საქმე მძიმედაა. ერთია ის, რომ თურმე საქართველომ კომპარტიის, ერთპარტიული მმართველობისგან უნდა მიიღოს მართვის გამოცდილება და გაიზიაროს საკუთარ საქმიანობაში, თუმცა ეს უფრო კომიკურია, მაგრამ თუკი სერიოზულ პრობლემაზე ვილაპარაკებთ, დღეს, როცა ნატოსა და ევროკავშირს ოფიციალური დოკუმენტებში ჩინეთი, რუსეთთან ერთად, თანაბარი საფრთხისა და გამოწვევის გამატერებელ ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული, ახლა სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია.

თინათინ ხიდაშელის აზრით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟის მცდელობა.

[su_quote] საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა აქამდეც. ჩვენს გვაქვს ვაჭრობის კარგი ხელშეკრულება ჩინეთთან სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სხვა სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამიტომ ამ მხრივ, აქ რამე განსაკუთრებული არ მომხდარა. ამ ნაწილში ცუდი რაც მოხდა, არის ის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, აიღო საქართველომ ვალდებულება ჩინეთთან საკრედიტო ურთიერთობების შესახებ. ეს არ არის კარგი ამბავი, იმიტომ რომ ჩინეთი ცნობილია თავისი „ვალების მახის“ პოლიტიკით, რომელშიც მცირე სახელმწიფოებს აბამს და შემდეგ უზარმაზარ პრობლემებს უქმნის ქვეყნებს. სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში ასეთი ჩანაწერის გაჩენა პირდაპირ ვალდებულებას არ გვაკისრებს, რომ ყოველთვის ჩინეთისგან ავიღოთ კრედიტი, მაგრამ გარკვეულწილად პრიორიტეტიზაციას უკეთებს ამ პროცესს და ეს არის ქვეყნისთვის ცუდ, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესი კრედიტები აქვს ევროკავშირეს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკსა და სხვა.

რაც შეეხება პოლიტიკურსა და საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილს, აქ საქმე მძიმედაა, რადგან ერთი მხრივ, პოლიტიკური ვალდებულებების ნაწილში ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ თურმე საქართველომ კომპატიის, ერთპარტიული მმართველობისგან უნდა მიიღოს მართვის გამოცდილება და გაიზიაროს საკუთარ საქმიანობაში. ეს სასაცილო, კომიკურია, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენი ხელისუფლების შეხედულებები სახელმწიფოს მართვაზე, პრინციპში, ემთხვევა კომუნისტურ მოდელს და ეს უკვე ღიად, ცალსახად, ხელშეკრულებაში ჩაწერეს, მაგრამ თუკი სერიოზულ პრობლემაზე ვილაპარაკებთ, დღეს, როცა ნატოსა და ევროკავშირს ოფიციალური დოკუმენტებში ჩინეთი, რუსეთთან ერთად, თანაბარი საფრთხისა და გამოწვევის გამატერებელ ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული, ახლა სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია.

ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან ერთმნიშვნელოვნად არის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟის მცდელობა. კალენდარი და კონკრეტული კონტექსტი თავად განაპირობებს მოვლენების განვითარებას. ამიტომ აქ ყველაფერი არის კონტექსტუალური, განსაკუთრებით პოლიტიკაში. დღეს, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, პოლიტიკურად ევროკავშირის ცენტრალური ხაზის, პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება არის საბოტაჟის მცდელობა ამ გზაზე. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანაღმოს ველი, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირს შორისაა და არ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ ვალდებულებები დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის. საქართველოს მთავრობისთვის კანდიდატის სტატუსი უტოლდება ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმებისთვის, რომლებსაც მერე ცოტა-ცოტა საზოგადოებაც აიძულებს ხოლმე, რაც მათ მიერ დანახულია, როგორც კობახიძემ ბრძნულად გვითხრა, ხელისუფლების დაკარგვად. ამიტომ დიახ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის შესაბამის ქვეყნად გახდომისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმები არ გაატაროს, რაც ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს სტატუსთან, რომელსაც ეს ვალდებულებები მოყვება. [/su_quote]

– განაცხადა თინათინ ხიდაშელმა „მეტრონომთან“ საუბარში.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

იტვირთბა....