[su_quote] მთელი საქართველოდან ბათუმში ჩაიყვანეს ხალხი და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. ეს იყო კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამაში შედის, პარტია ნაცმოძრაობა, ლელო, გახარიას პარტია, ევროპული საქართველო, ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ ძლივს მოაგროვა 150 კაცი და თბილისში ნახეთ გუშინდელი აქცია, ასევე, ძლივს მოაგროვეს რამდენიმე ათეული ადამიანი. [/su_quote]
– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 23-მდე აქტივისტი.
Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.