ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

კობახიძე შეეხო საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას.

მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ ოპოზიციონერები ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ

„გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო, უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთირმოსურნეები პირველ რიგში, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური კამპანია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ყველას გვახსოვს როგორ საუბრობდნენ იმავე პერიოდში, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები, რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდო ანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის, გუშინ ბათუმში გამართული აქცია მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებით და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი“, – განაცხადა კობახიძე.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხს ვრცლად გაეცანით აქ.

რაც შეეხება ოპოზიციონერებს, აღნიშნული ფაქტი მათ შეაფასეს როგორც კატასტროფა და საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟი.

იტვირთბა....