უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ გამოცემა Globo-სთან ინტერვიუში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა.
ზელენსკის ჰკითხეს: ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სირიის ომის მსგავსია და შეიძლება თუ არა, უკრაინა სირიას დაემსგავსოს.
„არა, ეს შეუძლებელია, რადგან პუტინი ამდენ წელს ვერ იცოცხლებს. ის სირიაში არ იბრძოდა ისეთი ტემპით, როგორითაც ჩვენ გვებრძვის. სირიაში ომი განსხვავებულია. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ 10 წელსაც ვერ იცოცხლებს“, – უპასუხა ზელენსკიმ.