პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელით საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს გამოეხმაურა.
„ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ძალიან კარგია, როდესაც შენ გყავს ძლიერი პარტნიორი დასავლეთის სახით, რომელიც დაგიცავს და დააბალანსებს ამ ქვეყნის პოტენციურ ექსპანსიას.
სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ჩავდგეთ იმ აფრიკული ქვეყნების რიგში, მდიდარი ჩინოვნიკებით და გაღატაკებული მოსახლეობით, სადაც ეს უკვე განხორციელდა…“, – წერს ის.
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხს ვრცლად გაეცანით აქ.