სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გამოცემა „აქცენტთან“ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული ახალ ნაბიჯები შეაფასა.
მილერის თქმით, მთავარია, საქართველოსა და ჩინეთს შორის აქტივობები კანონის უზენაესობის ფარგლებში განცხორციელდეს.
მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ.
„არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ საკუთარ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს“, – განაცხადა მილერმა.
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხს ვრცლად გაეცანით აქ.