ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, საქმე გვაქვს სიყალბესთან” – ვოლსკი ბათუმის აქციაზე

„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი ბათუმში მიმდინარე რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

ვოლსკიმ მოქალაქეთა პროტესტს სიყალბე უწოდა.

„ქაჯობა ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს ნაცმოძრაობის, აი, ამ აქციაში. შეიძლება გულწრფელადაც არის ვინმე მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არა მარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა“, – განაცხადა ვოლსკმა.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

ცნობისთვის, 27 ივლისს საქართველოს მოქალაქეების აქციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქაჯობა უწოდა.

 

იტვირთბა....