ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვითხოვთ, დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – ხაბეიშვილი ბათუმის აქციაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის აქციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

მან მოუწოდა მთავრობას, დაუყოვლებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულია 23-მდე ადამიანი, რომელთანად 10 პარტიის წევრია.

„ევროპული კრუიზის ნაცვლად ბათუმში მივიღეთ რუსული კრუიზი და ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის უკანა ეზოდ. დაკავებულია პუტინის გაპროტესტებისთვის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანი, აქედან 10-მდე არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში და საზოგადოებამ ნახა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მაღრაძე-დგებუაძე-ბესელიას ტროიკა, მათივე ენაზე რომ ვთქვათ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....