საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
„ვეთანხმები ნიკა გვარამიას, რომ მოპასუხის რეჟიმიდან საჭიროა შეტევით მოქმედებებზე გადასვლა“, – აღნიშნავს ის.
შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიციული ფლანგი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მოპასუხის რეჟიმშია და ის ვერ ქმნის დღის წესრიგს.