ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლარსთან თქვენ დადექით და გააპროტესტეთ“ – რას წერს მიშა მშვილდაძე

ჟურნალისტი მიშა მშვილდაძე სოციალური ქსელით მიმართავს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ბათუმში მიმდინარე რუსული ლაინერის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკრიტიკებს.

„თურმე რა აზრი აქვს კრუიზის გაპროტესტებას, ისედაც ხო შემოდიან ლარსიდან – და ვაფშე რამეს რა აზრი აქვს საერთოდ, მაინც ყველანი მოვკვდებით
აენძრიეთ და ლარსთან თქვენ დადექით და გააპროტესტეთ, ლოგიკის და თანმიმდევრულობის ღმერთებმა და დალაგდება, ნახეთ, აბა“, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....