შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ბათუმის აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, პოლიცია ვალდებულია, დაიცვას წესრიგი და ყველა მოქალაქე.
„პროტესტის გამოხატვას გააჩნია თავისი ნორმები და ფორმები. კვერცხების სროლა, პოლიციელზე ძალადობა, ლანძღვა-გინება არ არის პროტესტის ნორმალურად გამოხატვა“, – აღნიშნა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 20-მდე აქტივისტი.
Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.
ფოტო: „Ambebi.ge“