ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ რუსი ტურისტი გვინდა, ის ტურისტი ხან მანქანით შემოვა, ხან თვითმფრინავით, ხან გემით, თუ არადა – ჩავკეტოთ საზღვარი – მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალური ქსელით რუსეთში რუსული ლაინერით ტურისტების შემოსვლასა და ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.

„უკვე ძალიან მარაზმია ეს ყველაფერი

1) ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არ გამოვა იმ ქვეყანსათან და იმ ქვეყნის ხალხთან კარგი და ტკბილი ურთიერთობა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიოტრიები და, რომელიც ბომბებს გვესროდა ჯერ ჩვენ და ახლა უკრინაში ხოცავს ბავშვბებს. ყოველთვის მოიძებნება საქართვლეოში ადამიანები, ვინც აქ ჩამოსულ რუსებს აგრესიულად დახვდება. შესაბამსიად ყოველთვის მოგიწევთ ზურაბ აბაშიის, ან სხვისი პირით რუსეთის ხლეისუფლებისთვის ბოიდშების ხდა და გსიამოვნებთ ეს პოზა? შეიძლება გსიამოვნებთ კდიეც, არ ვიცი.

2) ასევე ოპოზციამ და სამოქალქო აქტივისტებმა უნდა გაიგოთ, რომ არ გამოვა თან რუსეთთან ღია საზღვარი და იქედან შემოსული ტურისტების მეირ დახარჯული ფული გვინდოდეს და თან რუსები აქედან პანჩურებით ვყაროთ. თუ რუსი ტურისტი გვინდა, მაშინ ის ტურისტი ხან მანქანით შემოვა, ხან თვითმფრინავით და ხან გემით, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა? თუ რუსული თვითმფრინავი და რუსული გემი არ გვინდა, მაშინ ზოაგდად რუსი ტურისტიც არ უნდა გვინოდეს და აქციაზე გემის და თვითმფრინავის აკრძალავა კი არ უნდა მოვითხოვოთ მხოლოდ, არამედ ზოგადად რუსეთთან საზღვრის დაკეტვა, როგორც აქვს, მაგალითად, აზერბაიჯანს სოხმეთთან დაკეტილი. მაგრამ 2010 წელს მიშა რომ ლარსზე დახვდა რსუებს და ღია საზღვრის პოლიტკა გამოაცხადა, ეტყობა, დღესაც ვერ მიდიხართ ბელადის პოლიტკის წინაარმდეგ, ან იმ ამომრჩევლის გეშინიათ, ვინც საზღვრის დაკეტვის შემტხვევაში შემოსავალს დაკარგავს და ხართ ასე „ჭრელო პეპელას“ პოზაში, მხოლოდ უვიზიოდ შემოსვლის ვადის შემცირებას ითხოვთ, ვითომ სამი თვით შემოსული რუსი არ შეჭამას აქ ხინკჯალს და ხაჭაპურს და არ იტყვის, რომ აფხაზეტი საქართველო არაა? ვერ მოასწრებს ამეებს სამ თვეში?

„ნურც მოფრინდები-ნურც გაფრინდები“ პოლიტიკას და ხალხის მოტყუებას ყველამ თავი უნდა ანებოს. გეყოთ, ერთი ადგილი და მოითხოვეთ საზღვრის ჩაკეტვა სრულად, ვიდრე ჩვენი ტერიოტრიები იქნება ოკუპირებული! კი, ქოცები გეტყვიან, რომ ეს საზღვარი მიშამ გახსნაო, მაგრამ გამოიჩინეტ სითამამე და თქვით, რომ მიშას მაშინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი. ეს იქნება თანმიმდევრული და სინდიოსიერი მიდგომა“, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....