ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს დოკუმენტი უმძიმესი საფრთხეების შემცველია და დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟია – გვარამია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხს გამოეხმაურა.

გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც დღეს ცნობილი გახდა ამ თანამშრობლობასთან დაკავშირებული დოკუმენტის შინაარსი, ის უნდა შეფასდეს, როგორც დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟი.

„გუშინ, Formula • ფორმულას ეთერში გამოვთქვი აზრი, რომ ჯერ უნდა გავერკვეთ, რას გულისხმობს ოცნება ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკრიტიკოთ ეს დოლუმენტი:
(ა) თუ ამას მთავრობა მარკეტინგული შეფუთვისთვის იყენებს მხოლოდ, როგორც ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის ახალ ხარისხში აყვანის პროპაგანდისტულ ნარატივს, არ ღირს ამ საკითხის უტრირება, რადგან შეფასდება, როგორც ქვეყნის და ქართული ბიზნესის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თავდასხმა;
(ბ) თუ ამაში სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტი იგულისხმება (და დოკუმენტი გუშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო) და ეს რეალური სტრატეგიული თანამშრომლობაა, მაშინ – კატასტროფაა.
დღეს, გამოქვეყნდა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ტექსტი:
ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიუირ სიახლეები ნამდვილად არის, მაგრამ ე.წ.მულტივექტორული თანამშრომლობის კონცეფცია, რომელსაც ეს დოკუმენტი ეყრდნობა, უმძიმესი საფრთხეების შემცველია და დასავლეთის გეოპოლიტიკური შანტაჟია.
პრინციპში, ეს დოკუმენტი კანდიდატის სტატუსის მორიგი საბოტაჟია. კვლავ ვრჩები ჩემს აზრზე: ოცნება ყველაფერს იზამს, რომ ჩვენ ეს სტატუსი ვერ მივიღოთ, რადგან მისი ამოცანა სწორედ ეს არის.
ps მადლობა კონსულტაციისთვის Tinatin Khidasheli“, – წერს ის.

აღნიშნულ საკითხს ვრცლად გაეცანით აქ.

იტვირთბა....