[su_quote] რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ მათ დაგვტოვეს და ამ ღონისძიებაში აქტიურები არ იყვნენ, ესეც აჩვენებს საკითხების მიმართ როგორია მათი ინტერესი. ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა იარაღად, იარაღად ხელისუფლებაზე ზეწოლის, იარაღად რომ მოხდეს შანტაჟი ქვეყნის და არეულობა. როდესაც ხედავენ, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია მიმდინარეობს, ამ დისკუსიაში არ მონაწილეობენ, რის მომსწრეც ვიყავით. თავიდან იყო ოპოზიციის ჩართულობა და მე მადლობა გადავუხადე ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, თუმცა დიდმა ნაწილმა, სამწუხაროდ, მონაწილეობა არ მიიღო. [/su_quote]
– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – გამოსვლისას.