სროლა თბილისის ცენტრში – მზიურის პარკთან მდებარე ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში რამდენიმე საათის წინ 2 გასროლის ხმა გაისმა.
შედეგად ერთი პირი დაიჭრა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, დაპირისპირებული მხარეები სამშენებლო სექტორში პარტნიორები არიან და მათ საქმიანობიდან გამომდინარე ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ.
საქმეზე გამოძიება ორი მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ტარებით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

