ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი სკანდალი „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ვის აწყობს სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევა?

„ტვ პირველმა“ მოიპოვა ექსკლუზიური მიმოწერები, სადაც იკვეთება, რომ პარტიის მენეჯმენტი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დეპუტატებს „ვივა მედში“ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება ისევ ჰქონდეთ.

„სქრინებში“ ჩანს, რომ ერთ-ერთ პრობლემად სააკაშვილთან ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის შესვლა სახელდება. ხერხეულიძე სააკაშვილის ახლო მეგობარია, რომელსაც ვიდრე ექსპრეზიდენტთან ვიზიტი შეეზღუდებოდა, ხშირად შეჰქონდა მასთან გარე ამბები.

„ტვ პირველთან“ დუმილი დაარღია სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც გიორგი მუმლაძესთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეებს ქუჩაში ატარებდა.

ის 17 ივლისს ენმ-ს ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალური მდივანს, პეტრე ცისკარიშვილსა და გიორგი მუმლაძეს შორის ხმაურიანი შეხვედრის შესახებ ჰყვება.

„ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიორგი მუმლაზეს, რომელმაც დამიდასტურა, რომ მიშას იზოლაცია არის ხელოვნური. არ ითხოვენ პარტიის დღევანდელი მენეჯმენტი სააკაშვილტან ვივა მედში შესვლას, იმიტომ, რომ მასთან შემდეგ შევა ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია. ეს პირები, პეტრე ცისკარიშვილი ამბობ, რომ ჩვენ რომ მოვითხოვოთ მიშასთან შეხვედრაო, მერე ეკა შევაო, კობა შევაო და მიშას ტვინს აურევენო. ანუ სინამდვილეში მიშას მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მართლა ხდება მის პარტიაში და როგორ ექცევიან მის მართლა უანგარო მხარდამჭერებს. ამის დამადასტურებელი მიმოწერა, მე რა თქმა უნდა მაქვს და იმედია, ის ადამიანები, ვინც მე ეს ფაქტები დამიდასტურეს და თვითონაც ძალიან შეწუხებულები არიან, ეყოფათ გამბედაობა და ამაზე საჯაროდ ისაუბრებენ“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტი.

პეტრე ცისკარიშვილის განმარტებით, სქრინები, რომლებიც „ტვ პირველს“ მიაწოდეს, გაყალბებული და აბსოლუტური აბსურდია.

წყარო: „ტვ პირველი“

იტვირთბა....