ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი” – რას წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ახალი ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნა იგეგმება.

„ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. ვვარაუდობ, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

იტვირთბა....