შეგახსენებთ, რომ სტუდენტების ერთი ნაწილი დღეების განმავლობაში აპროტესტებდა კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას. მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამ ეტაპზე სტუდენტებს ორი მოთხოვნა აქვთ: პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს თსუ-ში ე.წ. „ოდეერების“ საქმეს და მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება.
დღეს აქციას სტუდენტთან მეორე ნაწილი დაუპირისპირდა კონტრაქციით. მათი მოთხოვნაა რექტორის გადაყენება.