რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში კიევის „გლობალური ტერორიზმის საკითხი“ აუცილებლად წამოიჭრება.
„კულუარებში, ორმხრივი შეხვედრებისა და პირისპირ გამართული საუბრების დროს, რომლებითაც ასეთი სამიტები და მასშტაბური ღონისძიებები უხვად არის დატვირთული, ისინი (ნატო-ს სამიტის მონაწილეები) უდავოდ წამოჭრიან კიევის რეჟიმის ტერორიზმის, ვიტყოდი, რომ უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტერორიზმის, საკითხს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, არ სურს ამ „ტერორიზმს“ უკრაინული უწოდოს, რადგან უკრაინის ბევრ მოქალაქესა და ეთნიკურ უკრაინელს არაფერი აქვს საერთო ამასთან.
შეგახსენებთ, ანკარაში ნატო-ს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიება გუშინ გაიხსნა და დღეს დაიხურება.

