„შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების გავრცელებით შექმნილ მდგომარეობასთან დაკაშირებულ სპეციალურ ბრიფინგზე, კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრებთან შეხვედრამდე.
“მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეები, მიუხედევად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა და მსოფლმხედველობისა, მე მუდამ ვიქნები თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ. მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში.იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას. ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება, თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფალი. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენი არა იმიტომ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, არამედ იმიტომ რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი) და ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების. ” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.