გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერის თანამდებობიდან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა სტუდენტები ამბობენ, რომ შეიძლება მოხდეს ზეწოლა თსუ-ს რექტორზე, ლადო პაპავაზე და ის ძალით გადააყენონ.
სტუდენტები აგრძელებენ აქციას სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მათ ასევე ორი მოთხოვნა აქვთ: სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება და საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის საქმეს გამოიძებს.
განცხადება გაავრცელა გიორგი გაფრინდაშვილმა.
„მინდა ბოდიში მოვიხადო, მე უკან ვიხევ, მაგრამ უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს გვერდით არიან. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს, თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომელსაც ვითომდა ბრალდებები ქვია, მე მზად ვარ ამისთვის,“ – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.