ახალი ამბები მთავარი ციტატა

როდესაც განცხადებებს აკეთებს ფსევდოქართველი პატრიოტი, ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას – რატი ბრეგაძე

[su_quote] პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რაც მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულმა ძალებმა, მიუხედავად მილიონდოლარიანი კამპანიისა, განიცადეს სრული სამართლებრივი კრახი; ისინი გავიდნენ სამართლებრივი ფარგლებიდან და დაიწყეს აკრძალული პროპაგანდისტული იარაღებით საქართველოს მოქალაქეების ტერორიზება. არახამიას განცხადებაც ამ ჟანრიდან არის და ფაქტობრივად, ამ სცენარის შემადგენელი ნაწილია. რას ნიშნავს განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება. ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მინდა, მას შევახსენო, იმისთვის, რომ ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმები, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის მან, პირველ რიგში, უნდა ისწავლოს ქართული ენა და პატივი სცეს ქართველ საზოგადოებას. იქნებ ერთხელ მაინც, როდესაც განცხადებებს აკეთებს ფსევდოქართველი პატრიოტი, ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას. ასევე, მას ვურჩევდი, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად თვითონ და რომლებიც იმყოფებიან უსამართლო ომში, ხოლო უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებასა და მშვიდობას. [/su_quote]

– განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინული რადას ფრაქციის – „ხალხის მსახურის“ – ლიდერის, დავით არახამიას მისამართით.

იტვირთბა....