ახალი ამბები მთავარი ციტატა

მიშას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ხსნა უკრაინის გამარჯვებაა – გიული ალასანია

[su_quote] მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ციხეში? ესაა კითხვა. საქმე იმაშია, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება. ომის დასრულების შემდეგ მან მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინაში და მსოფლიოში. ევროპარლამენტში, ლიეტუვაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის მოლდოვისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ არის. მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა. [/su_quote]

– განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

იტვირთბა....