ახალი ამბები მთავარი ციტატა

თუ სააკაშვილს რამე მოუვა, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა დაემართება საქართველოს – ხატია დეკანოიძე

[su_quote] როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, მიშა იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ძალიან ღიად უთხრა ყველას და გააფრთხილა, რომ თუ ახლა არ იქნება რეალური სანქციები პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ, შემდეგი იქნება უკრაინა. მე ეს ძალიან კარგად მახსოვს, რადგან მაშინ მისი გუნდის წევრი ვიყავი.

რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხდება, კარგად აჩვენებს ჩვენი ხელისუფლების არსს. ვის აქვს ძალაუფლება საქართველოში დღეს? ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი ფული გამომიმუშავა რუსეთში, ის არის რუსეთის აგენტი საქართველოში და მისი ხალხი, რომელიც ახლა ქართული ოცნების სახელით არიან, ასევე არიან რუსეთის ფედერაციის აგენტები. ბოლოს სააკაშვილი დეკემბერში ვნახე, რადგან მასთან შესვლის უფლებას, როგორც პარლამენტის წევრებს არ გვაძლევენ, ჩვენ ამის უფლებას გვაქვს, ეს ერთი, მეორე, ჩვენ გვაქვს უფლება ვნახოთ დაპატიმრებული ადამიანი, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტი. მე პირადად მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, შეეშვათ უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან, რათა ენახა და დალაპარაკებოდა მიხეილს.

მიხეილ სააკაშვილის საქმე არ არის მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი, ეს არის პოლიტიკური, თუ მას რამე მოუვა, არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა დაემართება საქართველოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავალი. ჩვენს ქვეყანას უნდა ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს, ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამ დროს ასე ექცევიან ყოფილ პრეზიდენტს. [/su_quote]

– განაცხადა პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....