[su_quote] ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვმუშაობ კაფეებში – ყველა კაფე, თბილისის ნებისმიერ უბანში, სავსეა რუსებით, მუშაობის პროცესში ყველა მხრიდან ისმის ხმამაღალი რუსული. ახლაც ამ ტანჯვის პროცესს გავდივარ ნუცუბიძის ანტრეში. ამას რომ თავი დავანებოთ, ძველი თბილისის კაფეების უმრავლესობა რუსების არის. ახლა მანქანა გასარეცხად დავტოვე სამრეცხაოში, სადაც 1 წლის წინ ქართველი რეცხავდა, დღეს ყველა მრეცხავი რუსია. ჩემი მეგობარი ბათუმში ბინას ვერ ქირაობს, ყველა ბინა რუსებს აქვთ დაკავებული. ფაქტია, რომ ნელ-ნელა რუსები ყველა სფეროში ქართველებს ანაცვლებენ, რაც მოსოდნელი იყო.
ამას რანაირად უნდა შევეგუოთ არ მესმის. აგერ 2008-ში ხალხი დაგვიხოცეს და 20% ოკუპირებული აქვთ. ძალიან მძიმე ასატანია ეს გარემო პირადად ჩემთვის. [/su_quote]
– აღნიშნავს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი.