[su_quote] ვიცით, რომ შვედეთიც გაწევრიანდება ალიანსში. ეს ბალტიისპირეთის რეგიონს გაცილებით უსაფრთხოს და დაცულს გახდის. ბალტიის ზღვა ფაქტობრივად გახდება ნატო-ს ზღვა. ამას ექნება უკიდურესად პოზიტიური განვითარება ბალტიისპირეთის უსაფრთხოებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ლატვიისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ. ეს გახლავთ მკაფიო სიგნალი ასევე მოსკოვისთვის, რომ რაც მეტ ზეწოლას ახორციელებს, აგრძელებს ომს უკრაინაში, მით უფრო ძლიერი და მედეგი გახდება ნატო-ს პასუხი. მოსკოვი აწარმოებს ომს და ნატო პასუხობს ორი ახალი წევრის მიღებით, კიდევ გააგრძელებს ომს და ნატო-ს პასუხი კიდევ უფრო მტკიცე იქნება…
ცხადია, ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ს წევრები ერთსულოვნები არიან, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება, ვიდრე ისინი ომში არ გაიმარჯვებენ. ესეც მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რომ რუსეთი ვერ ახერხებს ნატო-ში უთანხმოების გამოწვევას, პირიქით, ის აძლიერებს ნატო-ს ლიდერების მედეგობას. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ეს არ არის დამოკიდებული ახლა მიმდინარე ბრძოლების შედეგზე, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას. ასევე მკაფიოა, რომ უკრაინის გზა მიდის ნატოში და ეს არის გარდაუვალი რამ, რაც უკვე დევს სისტემაში.“ [/su_quote]
– განაცხადა კრიშიანის კარინშმა ვილნიუსში, ნატო-ს მიმდინარე სამიტზე.