[su_quote] აქედან ჩანს ვისი კარნახით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია და რა იყო ამ შეწყალების მიზანი, რატომ უკარნახეს პრეზიდენტს, რომ მას უნდა შეეწყალებინა გვარამია. მთავარი მიზან იყო რა თქმა უნდა პოლარიზაცია, გვარამიას განცხადებებიც, რა თქმა უნდა, არის ამის დასტური. შეწყალების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის გაღვივება, ამას ვერ ახერხებდნენ არსებული პოლიტიკური შემადგენლობით, ოპოზიციის შემადგენლობას ვგულისხმობ და სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტად გაეღვივებინათ პოლარიზაცია, შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილის გვარამია. ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ჩანს, ვიღაცები არ იშლიან თავისას, მათ სურთ პოლარიზაცია, ჩვენი მიზანია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება. [/su_quote]
– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია სტრასბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გვარამიამ საპატიმრო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების შედეგად დატოვა.