[su_quote] რასაკვირველია, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხებზე არ ვმსჯელობთ. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ძალიან სამწუხარო ფაქტია, იგივე ვნახე და წავიკითხე მეც. და ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის რაც არის, ეს არის ერთგულების პრობლემა და ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ღალატის ფაქტები ფიქსირდება. აი, ეს არის ჩემი კომენტარი. მეტ დეტალებში მე არ შევალ… დაველოდოთ გამოძიებას. [/su_quote]
– ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს.
შეგახსენებთ, პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე პაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა. სასამართლომ მას 2 მილიონ 500 000 ლარიანი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.