[su_quote] საქართველოს საპატრიარქოს მოკლედ გამოვეხმაურები, რადგან აბსურდის ღეჭვას აზრი არ აქვს:
ეკლესია გეი მღვდლებისგან იცით როგორ უნდა გაწმინდოთ?
ქუჩაში საფრთხე უნდა მოხსნათ, რომ საკურთხეველში, ანაფორაში არ დასჭირდეთ დამალვა.
ოჯახის სიწმინდე როგორ უნდა დაიცვათ?
გეებს არ უნდა აიძულოთ ცოლების მოყვანა, ლესბოსელებს კი მამაკაცებთან დაოჯახება, საკუთარი ორიენტაციის დამალვის მიზნით.
და, ბავშვები როგორ უნდა დაიცვათ?
პედოფილები უნდა დასაჯოთ ხოლმე, ეკლესიაში – ან, უბრალოდ, არ სცემოთ ბავშვთა სახლებში.
მართლა გგონიათ, რომ დასავლეთში ჯენ-ზი გაჰომოსექსუალდა? გგონიათ, რომ გეების, ბისექსუალების, ლესბოსელების, ტრანსგენდერების რაოდენობა ახლა, ამ წუთას, იგივე არ არის საქართველოშიც?
განსხვავება ის არის რომ აქ მკვლევარს კი არა, ორიენტაციას ცოლს უმალავენ გეები. რატომ მალავენ? აი, დაფიქრდით აბა – ქუჩაში რომ დარბიხართ ხოლმე და ძალადობთ, ეგ ვინმეს შიშს ხომ არ უღვივებს?
კი ბატონო – შესაძლოა ემიგრაციაში ბევრი გააქციეთ და დასავლეთმაც მთელი პლანეტის ჩაგრულებს მისცა თავშესაფარი, მაგრამ მართლა, გულწრფელად გგონიათ, რომ მაკდონალდსის ბროშურებით ჰომოსექსუალობა გადადის?
თუ ასე გგონიათ, აღსარებებს უსმინეთ ხოლმე. კარგად. ან სუს-ის კრებსები წაიკითხეთ და იქ “ცუდ ამბებს” გაიგებთ.
მაგალითად, გაიგებთ, რომ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და კი, ტრანსგენდერებიც – თქვენს ლოგინებში წვანან, თქვენს საკურთხევლებში წირავენ და თქვენს სინოდში გამოთქვამენ აზრს.
თბილისის პრაიდზე ლგბტქ+ ჯგუფის მხოლოდ უმცირესი, უმცირესზე უმცირესი ნაწილი მიდის. მეორე ნაწილი ან მათ დასარბევად მიემართება, ან სამთავრობო ტელევიზიებიდან გიძღვნით დითირამბებს, ან უბრალოდ ცოლ-შვილში, სადიაკვნე-სამკვეთლოებსა და დუმილშია დაბანაკებული.
იცით რატომ? იმიტომ, რომ ეშინიათ. თქვენ გამო ეშინიათ და შემდეგ ეს თქვენვე გიბრუნდებათ, ათობით და ასობით გეი სტიქაროსნის, დიაკვნის, მღვდლის, ეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოსის, მიტროპოლიტისა თუ… ყველას მეშვეობით.
რა ქნან აბა, ბელგია ყველას ვერ დაიტევს. [/su_quote]
– ასე მიმართავს „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე საპატრიარქოს.