ზონა 51 ათწლეულების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს ინარჩუნებს. ის სამხრეთ ნევადაში, გუმ ტბაზე მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით ეს ტერიტორია აშშ-ს სამხედროს ძალას ეკუთვნის და საჰაერო ძალები ტესტირებას სწორედ ამ ადგილას გადია, თუმცა საზოგადოების აზრი სხვაგვარია.
უამრავი ადამიანი თვლის, რომ ზონა 51-ში იმართება სხვადასხვა ექსპერიმენტები ადამიანებზე, ცხოველებზე და უცხოპლანეტელებზე, ხდება უცხოპლანეტელებთან კომუნიკაცია და მათი ტექნოლოგიების ტესტირება.
საზოგადოების ინტერესს იწვევს ზონის ჩაკეტილობა. ის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა იმის გამო, რომ ზედაპირზე ბევრი შენობები განთავსებული არ არის, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ რეალური ბაზა მიწის ქვეშ მდებარეობს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დაცული ადგილია.
საზოგადოების აზრით ზონა 51-ში აშშ-ს მთავრობა სასტიკ ექსპერიმენტებსატარებს, რომელიც კაცობრიობას და ადამიანების შეხედულებას, სამყაროზე და რწმენაზე სამუდამოდ შეცვლის.
ზონა 51 – ადგილი, რომლის არსებობასაც აშშ-ს მთავრობა ასაიდუმლოებს და ფაქტები, რომელიც ყველა ლოგიკას ეწინააღმდეგება
ზონა 51 მდებარეობს ლას-ვეგასიდან ჩრდილო-დასავლეთით 120 მილში (200 კილომეტრში), პატარა ქალაქების რეიჩელის და ჰიკოს მახლობლად. როგორც ჩანს, სახელი “Area 51” მომდინარეობს იმ აღნიშვნიდან, რომელიც ბაზას ჰქონდა ატომური ენერგიის კომისიის რუქებზე, ეს სახელი საზოგადოების გონებაში რჩება, მაგრამ ძირითადად არ გამოიყენება სამხედროების მიერ.
ის დაარსდა 1955 წელს, როგორც ნევადის სატესტო და სავარჯიშო კომპლექსის ნაწილი, ტერიტორიას ასევე მიენიჭა სახელი “სამოთხის რანჩო”.
დღეს ბაზა არის ნევადის ეროვნული უსაფრთხოების (NNSS) ნაწილი, CIA მოიხსენიებს მას როგორც Groom Lake და Homey Airport. ზონის სატელიტური გამოსახულება შეზღუდული იყო და თქვენ მად Google Map-ზე ვერ იპოვიდით, თუმცა ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და 2018 წლიდან ბაზა რუკაზე ჩანს.
ბენჯამინ რედფორდი არის ამერიკელი ფოლკლორისტი, მწერალი, გამომძიებელი და სკეპტიკოსი, რომელიც არის 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, მათ შორის “მეცნიერული პარანორმალური გამოკვლევა: როგორ ამოვიცნოთ აუხსნელი საიდუმლოებები;” “ჩუპაკაბრას თვალყურის დევნება: ვამპირის მხეცი ფაქტებში, მხატვრულ ლიტერატურასა და ფოლკლორში;” და “იდუმალი ახალი მექსიკა: სასწაულები, მაგია და მონსტრები მოჯადოების ქვეყანაში”. ის ასევე არის ჟურნალ Skeptical Inquirer-ის რედაქტორის მოადგილე. მან დაწერა რამდენიმე სტატია ზონა 51-ის გარშემო განვითარებული შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით.
„ბაზა თავისთავად საკმაოდ პატარაა, მაგრამ მის ირგვლივ აკრძალული ტერიტორია 90 000 ჰექტარზე მეტია — ნაწილობრივ ცნობისმოყვარე მზერის თავიდან ასაცილებლად და ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ სჭირდებათ საიდუმლო თვითმფრინავების ტესტირება“, განუცხადა რედფორდმა Space.com-ს.
2013 წელს, მას შემდეგ რაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთხოების არქივმა მოიპოვა CIA-ს ყოფილი საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი U-2 ჯაშუშური თვითმფრინავის ისტორია, აშშ-ს სამხედროებმა ზონა 51-ის არსებობა დაადასტურეს.
მაგრამ ეს აღიარება არ ნიშნავს, რომ ბაზაზე ვიზიტი დაშვებულია. რედფორდმა თქვა, რომ ბაზის საქმიანობის გასაიდუმლოებისთვის ჯერ კიდევ არსებობს ლეგიტიმური სამთავრობო და სამხედრო მიზეზები.
„ჯარი 51-ე ზონას „სამხედრო ოპერაციულ ზონად“ ასახელებს. ადგილზე, თქვენ შეხვდებით მკაცრ ნიშნებს და შეიარაღებულ მცველებს, რომლებიც პატრულირებენ შემოღობილ პერიმეტრებს, ადგილზეა მიწაში ჩამალული მოძრაობის დამაფიქსირებელი სენსორები, კამერები, მცველები, სპეციალური ნიშნები, რომლებიც აფრთხილებენ, რომ სასიკვდილო ძალის გამოყენება სამხედროების მიერ უფლებამოსილია“ – განმარტა რედფორდმა. „51-ე ზონის საზღვრები არ არის შემოღობილი, მაგრამ მონიშნულია ნარინჯისფერი ბოძებითა და გამაფრთხილებელი ნიშნებით“.
ასეთი ნიშნები ვიზიტორებს ეუბნებიან, რომ ფოტოების გადაღება არ არის დაშვებული და იქ შესვლა სასტიკად აკრძალულია.
თავდაპირველად ტერიტორიაზე ტესტავდნენ სხვადასხვა სამხედრო თვითმფრინავებს, როგორებიცაა Archangel-12, SR-71 Blackbird და F-117 Nighthawk Stealth.
„ამ ტერიტორიაზე ზოგჯერ უცნაური შუქები და თვითმფრინავები შეიძლება შეინიშნოს, ამიტომ საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ნათებები არა სამხედრო თვითმფრინავებს, არამედ უცხოპლანეტელების ხომალდებს ეკუთვნის. ხალხი თვლის, რომ რადგან მთავრობა ამ ადგილს მალავს, საქმე გავქვს სუპერ-გასაიდუმლოებულ საქმეებთან.”
ის, რასაც ჩვენ 51-ე ზონას ვუწოდებთ, დასძინა მან, არის ერთ-ერთი იმ სამხედრო ბაზებიდან, რომლებიც ცენტრებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარეობს.
მანამ სანამ ზონა 51-ს მიუახლოვდებით გზად შეგხვდებათ კონსპირაციული თეორიების ინსპირაციით შექმნილი სასტუმრო და მაღაზია.
ზონა 51 სამუდამოდ ასოცირდა უცხოპლანეტელებთან 1989 წელს მას შემდეგ, რაც ადამიანმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იქ მუშაობდა, რობერტ ლაზარმა ინტერვიუ მისცა ლას-ვეგასის საინფორმაციო სადგურს. ლაზარი ამტკიცებდა, რომ ზონა 51 ინახავდა და სწავლობდა უცხოპლანეტელების კოსმოსურ ხომალდებს და რომ მისი ამოცანა იყო სამხედრო გამოყენებისთვის ტექნოლოგიის ხელახლა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ლაზარმა საკუთარი ნათქვამი ვერაფრით დაამტკიცა, საზოგადოების ნაწილი მას მაინც ენდო.
საზოგადოებაში არსებობს უამრავი ისტორია, რომელიც ზონა 51-ს უკავშირდება. ზოგი ამბობს, რომ იქ ე.წ. “სუპერ ადამიანების” შექმნასაც ცდილობდნენს და რისთვისა, ერთ-ერთმა მეცნიერმა საექსპერიმენტოდ თავი მოიკლა, თუმცა ექსპერიმენტის წარუატებლად დასრულების მერე მან თავი მოიკლა, მისი მუტირებული შვილი კი გაიქცა და დღემდე ირგვლივ ტერიტორიაზე ბინადრობს.
ხალხის ნაწილი თვლის იმასაც, რომ ზონა 51-ში მეცნიერები და სამხედროები უცხოპლანეტელებთან თანამშრომლობენ და ახალ, ძლიერ ტექნოლოგიებზე მუშაობენ.
ზემოაღნიშნული თეორიების გარდა კიდევ უამრავი არსებობს, თუმცა არცერთ თეორიას რაიმე სხის მტკიცებულება არ ამყარებს. მიუხედავად მტკიცებულების არარსებობისა ეს ადგილი პოპულარობას არ კარგავს და უამრავი ცნობილი ფილმისა თუ მუტლფილმის ინსპირაციის წყაროდ რჩება.
ავტორი: ელენე ასაშვილი