Science ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ანტარქტიდის მყინვარიდან წითელი სითხე გადმოედინება – ამ უცნაური ფენომენის ამოსახსნელად მეცნიერებს 106 წელი დასჭირდათ

ანტარქტიდაში მდებარე დიდი მყინვარიდან გამოედინება კაშკაშა წითელი სითხე და მას Blood Falls ეწოდება. უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების მთავარი კითვაა თუ რატომ იღვრება ასეთი ფერის სითხე ანტარქტიდის მყინვარიდან.

ეს ფენომენი პირველად გეოლოგმა გრიფიტ ტეილორმა 1911 წელს აღმოაჩინა. იმ დროს ის ფიქრობდა, რომ წყალში მცხოვრები წითელი წყალმცენარეები წყლის გასაოცარ წითელ შეფერილობაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

წლების განმავლობაში დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რა იწვევს “სისხლიან მდინარეს”. მეცნიერები ამ ფენომებს ხნიან, რომ ყინულიდან გამოედინება რკინის მარილები, რომლებიც ჰაერთან კონტაქტის დროს წითლდება.

2017 წლის კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ “ტეილორის მყინვარი” დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა და მის ქვეშ მარილიანი წყლის ტბა შეიქმნა.

ყინულის გამჭოლი რადარის გამოყენებით 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს მდინარეების მთელი ქსელი, რომლებიც მიედინება მყინვარის ბზარებში. – ეს ნიშნავს, რომ თხევადი წყალი შეიძლება არსებობდეს უკიდურესად ცივ მყინვარშიც.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არაინტუიციურად ჟღერს, წყალი ათავისუფლებს სითბოს გაყინვისას და ეს სიცხე ათბობს მიმდებარე ცივ ყინულს“ – განაცხადა ერინ პეტიტმა, ალასკას უნივერსიტეტის ფეირბენქსის გლაციოლოგმა და 2017 წლის კვლევის თანაავტორმა პრესრელიზში. “მარილიანი წყლის სიცხე და დაბალი გაყინვის ტემპერატურა სითხის მოძრაობას შესაძლებელს ხდის. ტეილორის მყინვარი ახლა ყველაზე ცივი მყინვარია, რომელშიც მუდმივად მიედინება წყალი.”

2009 წელს ჩატარებულ კვლევაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყალქვეშა ტბაში უნიკალური არსებები ბინადრობენ – მიკრობები, რომელსაც შეუძლია გადარჩნენ ექსტრემალურ პირობებში, სინათლისა და ჟანგბადის გარეშე. ისინი რკინას და სულფატს გადარჩენისთვის იყენებენ.

მკვლევარები თვლიან, რომ, მილიონობით წლის წინ, მყინვარის ქვეშ არსებული ტბა სავსე იყო მიკრობებით.

„მნიშვნელოვანი კითხვაა თუ „როგორ ფუნქციონირებს ეკოსისტემა მყინვარების ქვემოთ?“, „როგორ ახერხებენ ორგანიზმები ასობით მეტრზე ყინულის ქვემოთ იცხოვრონ მუდმივად ცივ და ბნელ პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში“ – თქვა ჯილ მიკუკიმ, მიკრობიოლოგმა და კვლევის წამყვანმა ავტორმა

მეცნიერები თვლიან, რომ ამ მიკრობების შესწავლა ასტრობიოლოგიისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ახალ კვლევებს შეუძლიათ ნათელი მოჰფინონ, თუ როგორ შეიძლება სიცოცხლე გადარჩეს სხვა სამყაროებში მაგალითად მარსზე.

ავტორი: ელენე ასაშვილი

იტვირთბა....